Sunday, October 23, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს გვქონდა დასკვნითი დღე, თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია,თითოეულს ყავდა ორი ოპონრნტი დადებით და ნაკლოვანებულ მხარეების. ჩემს პრეზენტაციასთან დაკავშირებით მივიღე მითითებები..რიმ მიზნები უკეთ ჩანდეს,იყოს გამოკვეთილი სლაიდზე...პროექტს  საინტერესო და სასიამოვნი დასასრული ქონდა......

Saturday, October 22, 2016

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ სასწავლო პროცედურები,მივიღეთ  რეკომენდაციები. განვიხილეთ და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და გავაზიარეთ ბლოგზე....

Sunday, October 16, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე სატრენინგო დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენს მიერ გაკეთებული მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია...ასევე გავეცანით მოსწავლის ნაშრომის შეჯასებებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტებს და  სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით განვიხილეთ და მივიღეთ მითითებები.

Friday, October 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღემ საინტერესოდ ჩაიარა!!... შეფასების სტრატეგიებს დახმარებით ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.... ასევე  წინარე ცოდნაზე...ამის შემდეგ გადავედით ბლოგებზე შევქმენით ახალი გვერდები..გავიხსენეთ სურათების ატვირთვა ბლოგზე და ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე...:)

"ყვითელი ფოთლები"

Sunday, October 2, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე,დავხვეწეთ და უკეთ გავიაზრეთ.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ჩვენი პროექტების შესაბამისად დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს....

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:როგორ მეხმარება მათემატიკა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში?

თემატური კითხვა:  როგორ გვიადვილებს წილადების ცოდნა ცხოვრებას??
                                     როგორ ვიყენებთ წილადებს  ყოველდღიურობაში??

შინაარსობრივი კითხვა: რა არის წილადი?
                                             როგორ წილადებს ვიცნობთ??

Saturday, October 1, 2016

მესამე დღის რეფლექსია

 დღე დატვირთული იყო, პროექტის იდეები განვიხილეთ, შევასწორეთ,მივიღეთ მითითებები, შევეხეთ სტანდარტებს, ცოტა ვიმუშავეთ შედეგებზეც, ბუკლეტებიც არ დაგგვიწყებია, მასზეც მივიღეთ მითითებები და დღეც დასრულდა.... :)

სასწავლო პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ: ·   
   
     კონკრეტული წილადების საფუძვლიან შესწავლას და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას წილადების   ყოველდღიურობაში გამოყენების.
  
თეორიაში ათვისებული მასალის პრაქტიკაში  (ცხოვრებაში) გამოყენების უნარ-ჩვევების დემონსტრირებას. 
      
საინფორმაციო ბუკლეტის დამზადებას და მის გავრცელებას თანატოლებში.

Friday, September 30, 2016

პროექტის იდეა

                                  წილადები სამზარეულოში
მათემატიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ყოველღიურობაში.
მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა სკოლის ასაკიდანვე გააცნობიეროს  მათემატიკის წვლილი ცხოვრებაში და მათ შორის წილადებისაც. ეს იქნება მუსიკა, სამზარეულო თუ სხვა. მოსწავლეები ამ პროექტის  დახმარებით გაიაზრებენ თუ რაოდენ საჭირო,საინტერესო და სახალისოა ის.ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა სფეროში მოიძიებენ და შეისწავლიან წილადების გამოყენების მაგალითებს, თუნდაც კულინარიაში. ასევე წილადების დაკავშირებას ყოველდღიურობასთან პიკნიკის დახმარებით შევეცდებით,სადაც წავიღებთ ისეთ საჭმელებს რომლის ნაწილებად დაჭრაც შეიძლება, ამის საუკეთესი მაგალითია ხაჭაპური ან პიცა. ამის შემდეგ მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს, დაამზადებენ ბროშურებს და გაავრცელებენ თანატოლებში.

Sunday, September 25, 2016

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღის ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა,  გავერკვიეთ პროექტის დაგეგმარებასა და მის განხორციელებაში. გავეცანით  და განვიხილეთ ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები". 
გავეცანით ბროშურის არსს და ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ის.
საბოლოო ჯამში ტრენინგის დღემ შედეგიანად და საინტერესაოდ  ჩაიარა.
მე გმაყოფილი ვარ!!!

ინტელის ტრენინგები დაიწყო და...

 დავიწყეთ ინტელის ტრენინგები!!! :) .... დიიიდიიი მონდომებით........ მოლოდინებით...... ენთუზიაზმით...... შემართებით..... ახალი ბლოგებით.....ტექნოლოგიებით.....პროექტებით....  ბევრი საინტერესო და შემეცნებითი დღეები გველის წინ!!!!    :) :)_