Friday, September 30, 2016

პროექტის იდეა

                                  წილადები სამზარეულოში
მათემატიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ყოველღიურობაში.
მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა სკოლის ასაკიდანვე გააცნობიეროს  მათემატიკის წვლილი ცხოვრებაში და მათ შორის წილადებისაც. ეს იქნება მუსიკა, სამზარეულო თუ სხვა. მოსწავლეები ამ პროექტის  დახმარებით გაიაზრებენ თუ რაოდენ საჭირო,საინტერესო და სახალისოა ის.ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა სფეროში მოიძიებენ და შეისწავლიან წილადების გამოყენების მაგალითებს, თუნდაც კულინარიაში. ასევე წილადების დაკავშირებას ყოველდღიურობასთან პიკნიკის დახმარებით შევეცდებით,სადაც წავიღებთ ისეთ საჭმელებს რომლის ნაწილებად დაჭრაც შეიძლება, ამის საუკეთესი მაგალითია ხაჭაპური ან პიცა. ამის შემდეგ მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს, დაამზადებენ ბროშურებს და გაავრცელებენ თანატოლებში.

2 comments:

  1. თაია, მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ უზომოდ შორს ვარ მათემატიკასთან, ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია შენი პროექტის იდეა. ვფიქრობ ძალიან სახალისო და საინტერესო პროექტი გამოგივა. სიამოვნებით შემოგიერთდებოდით მეც :) :) წარმატებებს გისურვებ <3

    ReplyDelete
  2. თაია,ჩემო საყვარელო,მართლაც და გემრიელად გამოიყურება შენი პროექტის იდეა.მჯერა,რომ მოსწავლეები ხალისიანად გაართმევენ თავს პროექტზე მუშაობას.აბა ,წარმატებებიი!

    ReplyDelete